როგორც ”პირWელს” აბაშიძის ადვოკატმა რამინ პაპიძემ განუცხადა, აბაშიძემ 500-ლარიანი ჯარიმა უკვე გადაიხადა.
შსს-ს ინფორმაციით, აბაშიძემ 45-ე მუხლი დაარღვია, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა, ან შენახვა-გასაღების მიზნის გარეშე, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
”გიორგი არ აპირებს საქართველოში ცხოვრებას, მან ჯარიმის სახით 500 ლარი უკვე გადაიხადა, ნარკოტიკი არაფერ შუაშია, ის მიზანმიმართულად დააკავეს", - აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.