ევროკავშირს სანქციების გარდა სხვა ბერკეტებიც აქვს

ევროკავშირს სანქციების გარდა სხვა ბერკეტებიც აქვს

გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებით, დამატებითი სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინიაში არსებული ვითარების მშვიდობიანად გადასაწყვეტად. ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.

"მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება ყოველგვარი ძალისხმევის მისამართად იმისკენ, რომ ვითარების მშვიდობიანად გადასაწყვეტად კიდევ ერთი შანსი გაჩნდეს", - განაცხადა ევროკომისარმა და დასძინა, რომ ევროკავშირს სანქციების გარდა სხვა ბერკეტებიც გააჩნია არსებულ ვითარებაზე გავლენის მოსახდენად.

მისი თქმით, ამ ბერკეტებს ევროკავშირი სიტუაციის მიხედვით გამოიყენებს. ფულემ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროპული მომავალი - ქვეყნის სუვერენული არჩევანია. "ყირიმთან დაკავშირებით ჩვენ ზეწოლას გავაგრძელებთ, ვიდრე კანონიერი სამართლიანობა არ აღდგება. ჩვენი აზრები აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებლებთან და უკრაინელ სამხედროებთანაა", - განაცხადა ფულემ იალტის მე-11 ყოველწლიური ევროპული სტრატეგიის (YES) შეხვედრაზე გამოსვლისას.