საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ამოქმედებული ახალი სისტემა არსებითად საპარლამენტო რესპუბლიკაა

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ამოქმედებული ახალი სისტემა არსებითად საპარლამენტო რესპუბლიკაა

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ამოქმედებული ახალი სისტემა არის არსებითად საპარლამენტო რესპუბლიკა.

როგორც კობახიძე აცხადებს, გარკვეულწილად, არის შერეული რესპუბლიკის ნიშნები, მაგრამ არ შეიძლება საუბარი ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაზე.

"ტერმინებს ამ შემთხვევაში აქვს თეორიული დატვირთვა და არა იურიდიული მნიშვნელობა. სისტემის განმსაზღვრელია ის, თუ ვინ არის აღამსრულებელი ხელისუფლების სუბიექტი. ამ შემთხვევაში ეს არის მთავრობა. პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი და მისი ლიდერი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ საქართველო არის არსებითად საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ძალაუფლების ცენტრი პრეზიდენტიდან გადასულია მთავრობაზე და ამ სისტემაში ფუნქციონირებს ჩვენი ხელისუფლება", - მიაჩნია ირაკლი კობახიძეს.