პაატა ზაქარეიშვილი:  პრეზიდენტს ჩემთვის ხელი არ შეუშლია

პაატა ზაქარეიშვილი: პრეზიდენტს ჩემთვის ხელი არ შეუშლია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მის მუშაობაში პრეზიდენტს ხელი არ შეუშლია.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მარგველაშვილი მთავრობას განიხილავს, როგორც კონკურენტს და უნდა მას ხელი შეუშალოს მუშაობაში.

"ჩემთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენს შორის თანამშრომლობა მინიმუმამდე იყო დასული. მე, როგორც მთავრობის წევრს, მთავრობის საშუალებით მქონდა კონტაქტი პრეზიდენტის აპარატთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს". ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.