“გაერო-ში ვიზიტის გაუქმება სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა”

“გაერო-ში ვიზიტის გაუქმება სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა”

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლილად გამოცხადება სწორი შეფასება არ არის.

“არა მგონია, ჩაშლილად გამოცხადება იყოს სწორი შეფასება და ალბათ, ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი ურთიერთობის გამწვავებას, პირიქით, ვთქვათ, რომ ეს ვიზიტი არის გაუქმებული, ალბათ, სწორედ იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ არ იყო სწორი და არ იყო მიზანშეწონილი, ერთი ქვეყნიდან გაერო-ში ორი უმაღლესი, ოფიციალური დონის დელეგაციის გამგზავრება, ასეთი რამ არ ხდება. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება გონივრულია”, - განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი განცხადებით, გაერო-ში მისი ვიზიტი ჩაშლილია. მისი თქმით, ამ საკითხზე ბოლო დროს სერიოზული მუშაობა მიდიოდა.