“ვაღიარებ ამ შეცდომას და ამაზე არაერთხელ მითქვამს კიდეც საჯაროდ”

“ვაღიარებ ამ შეცდომას და ამაზე არაერთხელ მითქვამს კიდეც საჯაროდ”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაღალი პრემიების გაცემა მთავრობის რეალური შეცდომა იყო.

„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ჩვენი მთავრობის და მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ რამე სხვა შეცდომა ამ ორი წლის განმავლობაში არ გვაქვს. ეს პრობლემა არსებობდა წლების განმავლობაში და ინერციით გაგრძელდა. ვაღიარებ ამ შეცდომას და ამაზე არაერთხელ მითქვამს კიდეც საჯაროდ. ჩვენ ეს გამოვასწორეთ, მოვაწესრიგეთ, პრემიების გაცემის სისტემა ჩამოვაყალიბეთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება მსგავსი ინციდენტი“, - განმარტა პრემიერმა.