ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში საქართველოს დელეგაციასთან ერთად, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ყველაფერს გაარკვევენ.
“ამ თემაზე საუბრით მგონი არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ მეც დავიღალე. ასე რომ, სჯობს, ვიფიქროთ საქმეებზე, კანიონზე, განვითარებაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. რაც შეეხება მაგ საკითხს, ალბათ, გაარკვევენ, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.