“სახელმწიფო არეულობის შემომტანი ადამიანების მიმართ დაუნდობელი იქნება”

“სახელმწიფო არეულობის შემომტანი ადამიანების მიმართ დაუნდობელი იქნება”

პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც შს მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არეულობების მომზადებაზე და სააკაშვილის მიერ 500-კაციანი რაზმის შექმნაზე საუბრობს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ცნობილია, როგორც დესტაბილიზაციისა და არეულობის მთავარი შემომტანი ადამიანი. „სააკაშვილს რომ სურს ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს, ეს ყველასთვის ცნობილია. სახელმწიფო იქნება დაუნდობელი არეულობის შემომტანი ადამიანების მიმართ. რაც შეეხება ალექსანდრე ჭიკაიძის ამ განცხადებას, მინდა, ვთქვა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია. მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა არეულობის შემოტანის დასრულდება მათთვის ძალიან ცუდად. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე. ჩვენ ქვეყანას აქვს სტაბილური ხანა, სტაბილურობის პერიოდი. ჩვენ არ გვაქვს ასეთ დესტრუქტორებზე დასახარჯი დრო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.