რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არ ჩაერთვება ახალი შეიარაღების მარათონში, ხოლო ახალი იარაღი იქმნება, როგორც "საპასუხო ზომა".
"ზოგჯერ იქმენება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს შეიარაღების ახალი მართონი დაიწყოს. ჩვენ ამ მარათონში, რა თქმა უნდა, არ ჩავერთვებით - ჩვენ ვიმოქმედებთ განვითარების რეალური პროგნოზებიდან გამომდინარე", - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ რეალობიდან გამომდინარე იმოქმედებს და არ მოახდენს სამხედრო ხარჯების გაზრდას. "ჩვენ ბევრჯერ ვთქვით და არ გვსურს, რომ ისტერიკა დაიწყოს მერე, როდესაც გადაწყვეტილებები საბოლოოდ იქნება მიღებული და რეალიზებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რასაც ვაკეთებთ - ეს მხოლოდ საპასუხო ზომებია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საუბარია, უპირველესად, დარტყმითი საშუალებების რაციონალურ ნომენკლატურაზე, სტრატეგიული და შორი ავიაციის გადაიარაღებაზე, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემების ფორმირების გაგრძელებაზე. პუტინმა აღნიშნა, რომ უკვე უახლოეს წლებში აუცილებელია მაღალი სიზუსტის იარაღის ყველა კომპონენტის განვითარება, უნიფიცირებული საერთო გამოყენების შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშების შექმნა, ხოლო საზღვაო ფლოტისთვის ახალი პროექტის ხომალდების შექმნა, რომლებსაც უნივერსალური შეიარაღება ექნებათ. მისი ინფორმაციით, 2015-2025 წლების შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფორმირება მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო.