“ახლა აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერის ხელშია და არა პრეზიდენტის, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო”

“ახლა აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერის ხელშია და არა პრეზიდენტის, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო”

ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

“აი, საქართველოს პრემიერი – ახალგაზრდა კაცი, 1982 წელს დაბადებული. ამის მიუხედავად, იგრძნობა მისი საქმიანი მიდგომა და გამოცდილება ბიზნესში წარსულში. საქართველომ ცოტა ხნის წინ ახალი კონსტიტუცია მიიღო და ახლა აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ პრემიერ-მინისტრის ხელშია და არა პრეზიდენტის, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს იყო”, - წერს მამიკინსი.