“შს მინისტრი ალბათ, ვალდებულიც იყო ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გაეცნო.

“შს მინისტრი ალბათ, ვალდებულიც იყო ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გაეცნო."

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე შს მინისტრის ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნავს, რომ არ აქვს საფუძველი, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებებს არ ენდოს.

ამასთან, სესიაშვილი იმედოვნებს, რომ მინისტრის განცხადება პრევენციულ როლს შეასრულებს და ბევრი ადამიანი პოლიტიკური ბოროტი ზრახვების მსხვერპლი არ გახდება.

“შს მინისტრი ალბათ, ვალდებულიც იყო ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გაეცნო. ეს პირდაპირი მცდელობაა იმისა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოახდინონ, გამოიყენონ სხვადასხვა ძალები, პროვოკაციები და ეს ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. წინა ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესებზე არც არასდროს უფიქრია, ყოველთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. როგორი ავანტურისტი ხელისუფლებაც გვყავდა, იმაზე უარესი ავანტურისტები არიან ოპოზიციაში. მოვუწოდებ შსს-ს, პირველ რიგში იმ 500 ადამიანით დაინტერესდეს, იმიტომ, რომ კარგად გავერკვეთ რა დაჯგუფებებთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც ასეთ პროვოკაციებზე მიზანმიმართულად მიდიან, სახელმწიფოსთვის გარკვეული საფრთხის მატარებლები არიან. ამ პარტიას ჰყავს კრიმინალი ლიდერები: მერაბიშვილი, რომელიც დამნაშავედაა ცნობილი და სასჯელს იხდის, სააკაშვილი, რომელსაც ბრალი წაუყენეს და გამოძიებას ემალება, ადეიშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც გაქცეულები არიან, უგულავა, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული. მესმის ჩვენი ხელისუფლების, რომელიც მათ შორის პრევენციულ განცხადებას აკეთებს, იმიტომ, რომ ამ ტვინარეული ლიდერების გარდა ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ნებსით თუ უნებლიედ მათი პოლიტიკური ბოროტი ზრახვების მსხვერპლი ხდებიან. არ მინდა ვიფიქრო, რომ იმ 500 ადამიანში 10 მაინც არ არის ისეთი, ვინც გონს მოეგება და მიხვდება, რა უკანონო ქმედებების თანამონაწილე შეიძლება გახდეს. თავის დროზე ჭიკაიძის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადების შემდეგ, ზოგიერთები საკმაოდ კარგად შეფუცხუნდნენ და ბევრმა მათგანმა ასეთ ბოროტ ზრახვებზე ხელი აიღო”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს უსაფრთხოების სისტემები ძალიან ძლიერია და ასეთი დანაშაულების აღკვეთა მისთვის მარტივი ამოცანაა.