ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მთელი მთავრობა მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან კარგად. ვის მიმართაც მე მქონდა შენიშვნები, ის მინისტრები გავათავისუფლე და ჩვენ გვყავს განახლებული მთავრობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებულ განცხადებებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ამაზე შესაბამის რეაგირებას გენერალური ინსპექცია მოახდენს.