“ვეცდებით, ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება”

“ვეცდებით, ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება”

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილია.

“ძალიან შინაარსიანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. ვეცდებით, რომ ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და რომელიც რაც მთავარია, იქნება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, კითხვაზე – მოახერხა თუ არა პრეზიდენტის დარწმუნება, მინისტრი პასუხობს, რომ “არავის დარწმუნება არ უცდია”.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი მიზეზი იმ გაუგებრობის გარკვევა გახდა, რომელიც გაერო-ს სამიტზე ქართული დელეგაციის შემადგენლობას უკავშირდება. როგორც ცნობილია, სამიტზე წასვლის სურვილს და მზაობას როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე პრეზიდენტი გამოთქვამს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სამიტზე პრემიერ-მინისტრი უნდა გაემგზავროს და ასეთი დონის ფორუმზე ორი დელეგაციის წასვლა ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება.