თბილისში ავტოავარიას ორი პოლიციელი ემსხვერპლა თბილისში მომხდარ ავტოავარიას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მშრალ ხიდთან მოხდა. პოლიციელების ავტომანქანა პატრულის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.