საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მხირდან დესტაბილაზიიციის მცდელობაზე საუბრობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ამის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მასაც აქვს.
"მიხეილ სააკაშვილი ზოგადად არის ცნობილი, როგორც დესტრუქტორი და მთავარი არეულობის შემომტანი. მე მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა არეულობის შემოტანის დასრულდება მათთვის ძალიან ცუდად. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და იქნება დაუნდობელი ყველა ასეთი მიმართ, ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენ ქვეყანას აქვს სტაბილური ხანა, სტაბილური პერიოდი. ჩვენ არ გავქვს ასეთ დესტრუქტორებზე დასახარჯი დრო. ამას მიხედავს შინგანა საქმეთა სამინიტრო. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ დღეს გავრცელებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას.
როგორც მინისტრი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.