საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გაერო-ს ასამბლეაზე აუცილებლად გაემგზავრება. რაც შეეხება პრეზიდენტის გაეროში ვიზიტს , პრემიერი ამაზე ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, ამ საკითხს აუცილებლად გაარკვევენ.
"არა მარტო მე, არამედ მოსახლეობაც დაიღალა ამ თემაზე საუბრით, უნდა ვიფიქროთ საქმეებზე, ეკონომიკის განვითარებაზე. რაც შეეხება ვიზიტს, აუცილებლად გავემგზავრები. დანარჩენს აუცილებლად გაარკვევენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.