გაერო-ს ნებისმიერ ღონისძიებაზე გამგზავრება თავად საქართველოსა და გაერო-ს შორის განსახილველი თემაა

გაერო-ს ნებისმიერ ღონისძიებაზე გამგზავრება თავად საქართველოსა და გაერო-ს შორის განსახილველი თემაა

ნებისმიერი შემადგენლობის დელეგაციის გამგზავრება გაერო-ს ნებიესმიერ ღონისძიებაზე, ეს არის ისეთი თემა, რომელიც თავად საქართველოს და გაერო-ს შორის არის განსახილველი, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, არის თუ არა მიზანშეწონილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის და პრემიერის ერთობლივად გამგზავრება.

ნორლანდმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით აღნიშნა, რომ აშშ ნებისმიერ ქართულ დელეგაციას, ნებისმიერ დროს მიესალმება ამერიკაში.

"ნებისმიერი შემადგენლობის დელეგაციის გამგზავრება გაერო-ს ნებისმიერ ღონისძიებაზე ეს არის ისეთი თემა, რომელიც თავად საქართველოსა და გაერო-ს შორის არის განსახილველი. აშშ-ის მთავრობის მხრიდან კი შემიძლია განვაცხადო, რომ ნებისმიერ ქართულ დელეგაციას ყოველთვის მივესალმებით ამერიკაში", - განაცხადა ნორლანმდმა.

არის თუ არა დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ამერიკაში, ნორლანდნმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.