“ხელისუფლება მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად, როცა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები გაატარა”

“ხელისუფლება მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად, როცა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები გაატარა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი “პირველ პრესკლუბში” პოლიციის მიერ განხორციელებულ რეიდებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარ მკველობებს ადეკვატური რეაგირება სჭირდებოდა

“მოხდა მკვლელობები და ამას სჭირდება უმწვავესი რეაგირება. კარგია, რომ დანაშაულები ცხელ კვალზეა გახსნილი, რამდენიმე ადამიანი ძებნილად არის გამოცხადებული, რომელსაც აუცილებლად მიაკვლევენ. მოხდა მკვლელობები, აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად, როცა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების გატარება დაიწყო”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, პოლიციის მხრიდან გადაცდომები და ძალისგადამეტება დაფიქსირდეს, თუმცა მთავარია სისტემა იყოს ადეკვატური.

“შეიძლება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არის. იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ იქაც პოლიციელმა გადაცდომა და დანაშაულის ჩაიდინოს. სამწუხაროდ, სისტემა არ არის ამისგან დაზღვეული. მთავარია, სისტემა იყოს ადეკვატური. იმიტომ არსებობს მედია, არასამთვარობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი, რომ გააკონტროლონ უწყებების საქმიანობა, მიგვითითონ დანაშაულზე და ჩვენ ამას გამოვასწორებთ”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.