“ნაციონალური მოძრაობისგან” არაფერი გამიკვირდება”

“ნაციონალური მოძრაობისგან” არაფერი გამიკვირდება”

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი “პირველ პრესკლუბში” შესაძლო შეთქმულების შესახებ შს მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძეს ალბათ, აღნიშნულის თქმის საფუძველი გააჩნია.

“მე არ მიკვირს თუ ამგვარი გეგმები არის “ნაციონალურ მოძრაობაში”, იმიტომ რომ ამ ადამიანების ბუნება არის კრიმინალური. მე არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის მხრიდან ამგვარი მითითებები იყოს. ის ადამიანები, რომლებიც სექსუალურ მანიაკებს მფარველობდნენ ციხეებში, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უამრავი ადამიანი დახოცეს, არაფერი მათგან არ გამიკვირდება. ისინი კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი ცხოვრების აზრი არის ხელისუფლებაში ყოფნა, ამის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ მე მათგან არაფერი გამიკვირდება. შინაგან საქმეთა მინისტრს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ და ალბათ, აქვს ამის თქმის საფუძველი. დაველოდოთ რა იქნება. მათ უნდათ, რომ როგორმე დაძაფრონ საზოგადოება, ხელი ჩააქნევინონ მომავალზე და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდეს. ამას ემსახურება მათი თითოეული ნაბიჯი”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ “ალიასთან” ინტერვიუში შესაძლო შეთქმულების შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილმა გარკვეულ ჯგუფებს ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები მისცა.