პრეზიდენტს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს

პრეზიდენტს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს

პრეზიდენტს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით ისევ პრინციპული პოზიცია აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ქვეყნის პირველი პირის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

აქედან გამომდინარე ფხალაძის განმარტებით, პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება.

"პრეზიდენტს აქვს ისევ პრინციპული პოზიცია. დანარჩენ ყველა დეტალს მოგახსენებთ მოგვიანებით. ვადასტურებ, რომ პრეზხიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა რა შეხვედრები დაიგეგმება და ა.შ. გეცოდინებათ მოგვიანებით", - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლოა მაია ფანჯიკიძესთან კიდევ გაიმართოს შეხვედრა იმასთან დაკავშირებით წავა თუ არა პრეზიდენტი გაერო-ში, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იქნება ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია "პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებასთან დაკავშრებით".

"საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით უაღრესად კმაყოფილია. განიხილეს, როგორ იქნას გაერო-ზე სახელმწიფო ინსტიტუტები ღირსეულად წარმოდგენილი, თუმცა დეტალები ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით", - აღნიშნა ფხალაძემ.