კვლავ უცნობი რჩება შეცვლის თუ არა პრეზიდენტი ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილებას

კვლავ უცნობი რჩება შეცვლის თუ არა პრეზიდენტი ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილებას

საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა , ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა პრეზიდენტთან და ბევრ თემაზე ისაუბრეს.

"ვეცდებით ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ყველასთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის იქნება მისაღები", - განაცხადა ფანჯიკიძე.

საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, დაარწმუნა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.