როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კახა კალაძემ შს მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ოპონენტების მცდელობა მოსახლეობა დაარწმუნონ თითქოს ქვეყანაში არეულობაა, ვერ შედგება.
“არეულობების მოწყობას ნამდვილად ვერავინ გაბედავს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ყველაფერს და ეს არის მიზანმიმართულად ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ მოსახლეობას შეუქმნან ისეთი სიტუაცია, რომ თითქოს მართლაც ყველაფერი არეულია, არავინ არავის არ ექვემდებარება, ეს არის ძალიან დიდი სირცხილი. ყველაფერი არის კონტროლირებადი”, - განაცხადა კალაძემ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს დაავალა შექმნან ჯგუფები, რომლებმაც პროვოკაციულად უნდა იმოქმედონ.