ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გიორგი მარგველაშვილსა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პირველმა პირმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დაასრულა.
ავსტრიელმა სტუმარმა ავლაბრის რეზიდენცია უკვე დატოვა. მაია ფანჯიკიძე კი, ავლაბრის რეზიდენციაში რჩება.
რაც შეეხება ფანჯიკიძე-მარგველაშვილის შეხვედრის თემას, როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია.