რუსეთმა ჯარების 70% უკრაინის ტერიტორიიდან უკვე გაიყვანა

რუსეთმა ჯარების 70% უკრაინის ტერიტორიიდან უკვე გაიყვანა

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა თავისი ჯარების 70% უკვე გაიყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

"დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ჯარების 70% უკრაინის საზღვრებიდან გაყვანილია", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

როგორც მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, არსებობს მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ რუსი სამხედროები და გაიტანონ იარაღი.