„ვუფრთხილდები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ვისურვებდი, პრეზიდენტიც ასევე მოიქცეს“

„ვუფრთხილდები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ვისურვებდი, პრეზიდენტიც ასევე მოიქცეს“

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მიიჩნევს, რომ გაერო-ში პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს ერთი დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს.

„საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ის სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მთავარი ღონისძიებაა. მიმაჩნია, რომ საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში ერთი ხელმძღვანელით უნდა იყოს წარდგენილი და ეს ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრია. ამ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება სწორად არ მიმაჩნია და ვთვლი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს. პატივს ვცემ კონსტიტუციას, პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ ჩემ ქვეყანას და ვუფრთხილდები მის საერთაშორისო იმიჯს. ვისურვებდი, ასევე მოიქცეს პრეზიდენტიც“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.