“ვაკეში მომდარი მკვლელობა ჩემთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა”

“ვაკეში მომდარი მკვლელობა ჩემთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა”

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, იბრძვის, რომ მკვლელი დაიჭიროს და პასუხი აგებინოს.

“ვაკეში მომდარი მკვლელობა ჩემთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა, ერთია, რომ ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, მეორეა, რომ დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მკვლელი ჩემი ნათესავია და ჭიკაიძე ხელს აფარებსო, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემს სახელს რატომ დაუკავშირეს, წარმოდგენა არ მაქვს, გამალებით ვიბრძვი დავიჭირო და პასუხი ვაგებინო მას და ამ მიმართულებით არის წინსვლა, როგორც იცით ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, როგორც ირკვევა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოქროპირიძე არის მისი ბავშობის მეგობარი, ამით იმის თქმა მინდა, რომ მკვლელობების 99 პროცენტი მოდიოდა ახლობლებზე და ნათესავებზე”, - განაცხადა მინისტრმა “ალიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.