როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ავსტრიის პარლამენტში რატიფიცირების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
„რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, ის გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენ პარლამენტში ეს პროცედურა უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, უკვე გაზაფხულისთვის ეს პროცესი დასრულდება“, - განაცხადა კურცმა.