სკოლის დირექტორების დანიშვნა

სკოლის დირექტორების დანიშვნა

ადგილობრივ თვითმმართველობებში, პოლიციაში, სხვადასხვა უწყებებში პროფესიონალი კადრების "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტებით ჩანაცვლება ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობამ ახლა საშუალო სკოლებში დაიწყო.

განათლების სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა სკოლის დირექტორების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არჩევითობის პრინციპი შეეზღუდა. უშუალოდ "არჩევნების" წინ სამეურვეო საბჭოებში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ჩასმა ყოველგვარი პროცედურების დარღვევით ამის ნათელი დადასტურებაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს განათლების სისტემაში მომხდარი იმ მასობრივი უკანონობის ფაქტების გამომზეურებას, რაშიც ჩართულები იყვნენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეფასებები ეხება განათლების მინისტრის, თბილისის მერის, საპარლამენტო უმრავლესობის უკანონო ქმედებებს და არ ისახავს მიზნად, იმ ბევრი ღირსეული ადამიანის - დირექტორობის კანდიდატის - დისკრედიტაციას, რომელთაც ამ უღირს და უკანონო პროცესში მოუწიათ მონაწილეობა.

დღეს სკოლის დირექტორების არა არჩევის, არამედ მინისტრ სანიკიძის პირდაპირი მითითებით დანიშვნის პროცესის ზოგად შედეგებს გაგაცნობთ:

1.  სკოლების უმრავლესობაში დირექტორები კონკურსგარეშეა "არჩეული", რადგან სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებს მხოლოდ ერთი კანდიდატი წარუდგინა.

მაგალითად, თბილისის 215 სკოლიდან 57 სკოლაში მინისტრმა სანიკიძემ საერთოდ არ წარადგინა დირექტორობის კანდიდატი, რადგან "ქართული ოცნების" ადგილობრივ ოფისებთან და შესაბამისი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან სასურველი ფავორიტის ვინაობა ვერ გაარკვია.

თბილისის დანარჩენი 158 სკოლიდან 95 სკოლაში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, ხოლო იქ, სადაც რამდენიმე კანდიდატი წარადგინეს, სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრ მშობლებზე მერიამ, გამგეობებმა, სხვადსხვა საჯარო სამსახურის გენერალურმა ინსპეციებმა (სადაც ეს მშობლები არიან დასაქმებულნი) პირდაპირი შანტაჟი და მუქარა განახორციელეს.

ანალოგიური მდგომარეობა იყო საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

2.  სკოლის დირექტორობის "ქართული ოცნებისათვის" მიუღებელ კანდიდატების "გაცხრილვას" განათლების სამინისტრო განვილი ერთი წლის განმავლობაში ახდენდა. ნაწილი სერტიფიცირების ეტაპებზე (ტესტირება + გასაუბრება) დაიბლოკა, ნაწილი - იმ გასაუბრებაზე, რომელიც სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენას უძღოდა წინ. ამ მხრივ, მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის კომისია მთავარი "გამცხრილავის" როლს ასრულებდა.

საქართველოში არსებული 2000-ზე მეტი სკოლისთვის შეირჩა მხოლოდ 1300 კანდიდატი, რამაც სკოლებში დირექტორების კონკურსის სრულფასოვნად ჩატარება იმთავითვე შეუძლებელი გახადა.

3.  განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ უშუალოდ სამეურვეო საბჭოების სხდმობის გამართვის წინ განათლების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სამეურვეო საბჭოს მხრიდან დირექტორის წარდგენილი კანდიდატის დაწუნების შემთხვევაში სამინისტროს ეძლევა უფლება 6 წლით დანიშნოს სკოლის დირექტორი. ამით სამინისტრომ, ფაქტობრივად, სამეურვეო საბჭოები გააფრთხილა, რომ სამინისტროსთვის სასურველი კანდიდატის არარჩევის შემთხვევაში ქალბატონი სანიკიძე თავად დანიშნავდა დირექტორებს.

ამჟამად, თბილისში 32 სკოლას, სადაც სამეურვეო საბჭო არ დაექვემდებარა მინისტრ სანიკიძის დიქტატს.

4. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის"ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერის მიერ 3 სექტემბერს გამოცემული ბრძანებით სამეურვეო საბჭოებში მოხდა გაურკვეველი პირების ჩართვა და მათი ხმის უფლებით აღჭურვა. ეს იმ ტიპის სამართლებრივი დაღვევაა, რომელიც სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა მოიწვიოს სხდომასკოლის დირექტორების "არჩევნებთან" დაკავშირებული მდგომარეობის შესასწავლად.