თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ანაზღაურება გაეზარდა

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ანაზღაურება გაეზარდა

დღეიდან თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს შესახებ საკითხს განიხილავს.

დავით ნარმანიას თქმით, სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალი დეკემბრის ჩათვლით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. ნარმანიამ თქმით, მათი საათობრივი ანაზღაურება იზრდება. კერძოდ, ნარმანიას თქმით, დღეიდან უმცროს ექიმს და სასწრაფოს მძღოლს თითოეულ საათზე 60 თეთრით მეტი ანაზღაურება ექნება, ხოლო უფროს ექიმს - თითოეულ საათზე ერთი ლარით მეტი. სასწაფო დახმარების სამსახურზე საუბრისას, თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ამ სამსახურის მოდერნიზაცია.

"გამოძახებები უნდა გახდეს უფრო ოპერატიული. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და შს სამინისტროს 112-თან ამ მიმართულებით კოორდინირებულ მუშაობას გავაგრძელებთ. სერვისი, რომელსაც აღნიშნული სამსახური ეწევა შედეგზე ორიენტირებული უნდა გახდეს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მერიამ 13 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა შეიძინა და კიდევ მოხდება ავტომანქანების შეძენა. მერმა ასევე განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების სიტემაში ჩატარდება კონკურსი, შექმნება საკონკურსო კომისია, შესაბამისი კვალიფიციურ კადრების შერჩევაში მერიის ორი წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად გამოცხადებულია უკვე კონკურსი 15-მდე ვაკანსიაზე.