ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების სია ჯერ არ მიუღია

ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების სია ჯერ არ მიუღია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიებისგან იმ მედიკამენტების სია, რომლის ურეცეპტოდ გაცემის რეკომენდაციასაც ისინი იძლევიან, ჯერ არ მიუღია.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როგორც კი სია გადაეგზავნება, გაანალიზებენ და პაციენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ჯგუფიდან ჯგუფში გადასვლაზე არანაირი შეზღუდვა და ლიმიტი არ არის. უკვე განხორციელდა 1500-მდე დასახელების წამლის თავისუფლად გასაცემ მედიკამენტთა კატეგორიაში გადასვლა. რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების შეთავაზებას, მათგან სიები ჯერ არ მიმიღია. როგორც კი მივიღებთ, გავაანალიზებთ და მივიღებთ პაციენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა სერგეენკომ.