გამოცემა “Gigwise”-ს ინფორმაციით, შოტლანდიელი მომღერალი ემელი სანდე “Brit Awards - 2012”-ის ნომინაციაში “კრიტიკოსების არჩევანი” გამარჯვებულად დაასახელეს. ეს ნომინაცია პერსპექტიული მუსიკოს-შემსრულებლების გამოვლენას ემსახურება.
23 წლის ემელი სანდემ მომღერლებს მავერიკ საბრესა და მაიკლ კივანუკის გაუსწრო.
2011 წელს შოტლანდიელმა ორი სინგლი გამოუშვა. “Heaven” დიდი ბრიტანეთის ჩართებში მეორე ადგილზე გავიდა, “Daddy” კი 21 პოზიციაზე განთავსდა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომი “Our Version Of Events” გაყიდვაში 2012 წლის თებერვალში გამოვა.
წინა წლებში “მუსიკალური კრიტიკოსების არჩევანის” ლაუერატები ადელი, ელი გულდინგი, ჯესი ჯეი და “Florence + The Machine” გახდნენ.
“Brit Awards – 2012”-ის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომავალი წლის 21 თებერვალს ლონდონში გაიმართება.