“ჩაკ ჰეიგელის ვიზიტი საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზს უსვამს”

“ჩაკ ჰეიგელის ვიზიტი საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზს უსვამს”

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, საქართველოში ჰეიგელის ვიზიტი ნატო-ს სამიტის ლოგიკური გაგრძელება იყო.

“ნატო-ს სამიტის ლოგიკური გაგრძელდება გახლდათ გუშინ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჰეიგელის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მნიშვნელოვანია ასევე ის განცხადებები, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა საქართველოში, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველომ უნდა დაინახოს როგორც მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება. პაკეტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომ გავაფართოოთ ნატო-ს ფარგლებში მუშაობა და საქართველოს წევრობა ეს არის ის რისი ერთგულიც რჩება აშშ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის მხარადჭერა მომავალშიც გაგრძელდება, ამისთვის მოწოდებული ვართ, რომ ის დიალოგი, რომელიც ჩვენ ნატო-სთან გვაქვს, უკვე ახალ დატვირთვას მიიღებს და განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს ველოდებით”, - განაცხადა ზალკალიანმა.