თომას დე ვაალი, "The National Interest"
როდის ხდება ქვეყანა ზრდასრული? ეს შეკითხვა აწუხებს, ყველა სახელმწიფოს, რომელიც დამოუკიდებლობის ოციწლისთავს აღნიშნავს, დამოუკიდებლობის, რომელიც მათ საბჭოთა კავშირის დაშლით მოიპოვეს. ჩემი მოკლე პასუხი ასეთია: „ოცი წლის ასაკში ქვეყანა, უკვე საკმარისად ზრდასრულია“ – თუმცა აშშ-ში კიდევ ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ სპირტიანი სასმელის ყიდვის უფლება მოიპოვო.
შეგვიძლია სხვაგვარადაც ვთქვათ: დღეს ეს ქვეყნები უკვე „გარდამავალ ეტაპზე“ აღარ არიან. ელიტამ, ავად თუ კარგად, რაღაც მყარი და ხანგრძლივი ააშენა, რაც როგორც ჩანს, არ დაინგრევა, მაგრამ ევროპული ტიპის დემოკრატიადაც არ გარდაიქმნება.
ასეთი ახალი რეალობის შესახებ ხატოვნად საუბრობდა ბევრი მეცნიერი და არასამთავრობო ანალიტიკოსი, რომელიც ახლახანს კარნეგის ფონდის კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენცია სამხრეთ კავკსასიის სამი ქვეყნის (სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს) დამოუკიდებლობის ოციწლისთავს მიეძღვნა.
დებატები ინტენსიური და გონივული, თუმცა საკმაოდ პესიმისტური იყო. ბევრი დაეთანხმა იმას, რომ ეს სამი სახელმწიფო ძალადობის და ეკონომიკური კრახის პირობებში აშენდა, რისი პროგნოზირებაც 1991 წელს, როდესაც მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, არ შეიძლებოდა. ეს ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს მომსახურებას სთავაზობენ, მათ ერების მსოფლიო თანამეგობრობის რესპექტაბელურ წევრებად აღიქვამენ. აზერბაიჯანმა, რომელსაც 1991 წელს ფაქტობრივად არც შიდა და არც გარე სუვერენიტეტი არ გააჩნდა, ამ წლების განმავლობაში ნავთობიდან მიღებული შემოსავლების წყალობით, საკუთარი მშპ ექვსჯერ გაზარდა, იანვარში კი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი გახდება.
მაგრამ ამ ქვეყნებში ძველებურად კანონის უზენაესობის, ნამდვილი არჩევნების, კონკურენტული ეკონომიკის და დიალოგისა და კამათისთვის სივრცის დეფიციტიც კია. სინამდვილეში, ეს სამეული, ამ საკითხებში დეგრადაციას განიცდის.
ეს კონტრასტის ორი სიტყვით ასე შემიძლია შევაფასო: პროფესიონალიზმი და სტაგნაცია.
პროფესიონალიზმი ცხადად გამოვლინდა კონფერენციაზე, სადაც ოცამდე მოაზროვნე ანალიტიკოსი, რომელიც ინგლისურ ენაზე თავის აზრს მკაფიოდ გადმოსცემდა, ორი დღის განმავლობაში ანგარიშებით გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი პოტენციალი იქამდე გაიზარდა, რომ რეგიონის პრობლემების ანალიზი შესაძლებელია. ეს თვალშისაცემია იმ ადამიანების კომპეტენტურობითაც, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებს ხელმძღვანელობენ სომხეთში, ნავთობის და გაზის კომპანიებს – აზერბაიჯანში და საგარეო საქმეთა სამინისტროს – საქართველოში.
სტაგნაცია კი მმართველი ელიტების პოზიციების განმტკიცებაში გამოიხატა. იცავენ რა საკუთარ ძალაუფლებას, ისინი არაფერს აკეთებენ საკუთარ ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის. მაგალითად, სომეხი ეკონომისტის, დავით გრიგორიანის შეფასებით, აუკრეფავი გადასახადებმა, რითაც პირველ რიგში ეკონომიკური ელიტა სარგებლობს, 2006 წელთან შედარებით მშპ-ს 6,5% შედაგინა, ან წელიწადში თითქმის 500 მილიონი დოლარი. ასეთი პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის, ეს უზარმაზარი თანხაა.
აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა ლეილა ალიევამ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში არსებობს სისტემა, რომელშიც „პოლიტიკური პატრონაჟი შემაკავშირებელი წებოა“, ხოლო „კორუფცია ლეგიტიმურობის არარსებობის კომპენსაციის მექანიზმი“. ქართველმა უფლებადამცველმა გიორგი გოგიამ თქვა, რომ მისი ქვეყანა იმაზე ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. „ადამიანის უფლებების გამორჩევა სახელმწიფოს მშენებლობისგან, ეს მცდარი გაორებაა“- განაცხადა მან, აღნიშნა რა, რომ საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების პროცესში კორუფიცასთან და კრიმინალთან ბრძოლის ფარგლებში, იმდენი სამართლებრივი კუთხე მოჭრა, რომ ამას თავად კანონის უზენასეობის პრინციპი შეეწირა.
ამ ქვეყნების ჩვევაა, საკუთარი პრობლემები გეოპოლიტიკას დააბრალონ. სომხური წარმომავალობის დამსახურებულმა ამერიკელმა ისტორიკოსმა ჯერალდ ლიბარდიანმა განაცხადა, რომ მან კონფლიქტებთან დაკავშირებული ერთი და იგივე ლექცია რეგიონის რამდენიმე ქალაქში წაიკითხა (სტამბოლში, ერევანში, ბაქოში, თეირანსა და თბილისში) და ყოველ ჯერზე თავისი მსგავსებით სასაცილო რეაქციას წააწყდა: „იცით, თითოეულ მათგანს მიაჩნია, რომ მათი რეგიონი ცუდია, მაგრამ ცუდი იმიტომაა, რომ მეზობლები არ უვარგათ!“
დღეს, ახალი სახელმწიფოების ინსტიტუტების კომპეტენტურობის დონე არ აძლევს მათ საშუალებას ბრალი მეზობლებს დასდონ. ქართველმა ჟუნრალისტმა მარგარიტა ახვლედიანმა პრობლემის არსი ახალი კუთხით, ძალიან ბრძნულად განმარტა, გაიმეორა და ჯონ კენედის ცნობილი ფრაზა კავკასიურ კონფლიქტებთან მიმართებაში: „იკითხეთ არა ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია თქვენს ოპონენტს, არამედ ის, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ თქვენი ოპონენტისთვის“. სომეხმა იურისტმა დავით ხაჩატურიანმა ამის შესახებ უფრო მოკლედ და ტევადად განაცხადა. სომხეთის ღრმად მანკიერი სასამართლო სისტემის ანალიზის დროს, მან თქვა: „აღარანაირი გამართლება“.
თუკი გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული არგუმენტები უკვე უადგილოა, და ეს სამი ქვეყანა საკმაოდ ზრდასრულია, მაშინ როგორ უნდა მოეპყრას მას დასავლეთი?
„უნდა შეწყდეს მოთხოვნა კოსმეტიკური რეფორმების განხორციელებაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა იურისტმა ერკინ გადირლიმ. მისი თქმით, როდესაც დასავლეთის დახმარებით აზერბაიჯანში, სადაც ადამიანის უფლებები არავის აინტერესებს, ამ სფეროზე პასუხისმგებელი ინსტიტუტის პოზიციები მტკიცდებოდა, ამან თავად ომბუდსმენის რეპუტაცია შელახა და დასავლეთის იმიჯს ზიანი მიაყენა.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთმა აუცილებლად უნდა გაავლოს ხაზი პროფესიონალიზმის მხარდაჭერასა და სტატუს-ქვოს შენარჩუნებას შორის. ყველა საფუძველი არსებობს შინაარსიანი თანამშრომლობისთვის მთელ რიგ საგარეოპოლიტიკურ საკითხებში, ასევე ტექნიკური ხასიათის, მათ შორის ინსფრასტრუქტურისა და განათლების საკითხებში. მაგრამ ისეთმა განცხადებებმა, რომ თითქოს ეს ქვეყნები დემოკრატიის გზას ადგანან და რომ თანდათანობითი რეფორმები „პროგრესია“, სინამდვილეში საზოგადოებაში დემოკრატიული ძალები შეიძლება შეასუსტოს. როდესაც დასავლეთი ეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც კონტროლის ინსტიტუტებს წარმოადგენენ, მაგალითად სატელევიზიო სადგურებს ან სამინისტორებს, ის რისკავს, რომ პოტენციური რეფორმატორების თვალში დისკრედიტირებული იქნება.
ეს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებსაც ეხება სხვადასხხვა დოზით. ასე, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი ყველაზე ავტორიტარული ქვეყანაა, რომელიც ახლოსაა რუსეთთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. საქართველო, მართალია არც თუ ჯანსაღი დემოკრატიაა, მაგრამ ის ამ სპექტრის ყველაზე პროგრესულ ნაწილშია. აქ უფრო შესაძლებელია თავისუფალი არჩვენების უზრუნველყოფისა და სასამართლო სისტემის სრულყოფისთვის დასავლური ბერკეტების გამოყენება.
ოცი წლის შემდეგ კავკასიაში ახალი ლანდშაფტი გაჩნდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნები გაიზარდნენ, თუმცა, შეიძლება ისე არა, როგორც ეს დასავლეთს სურდა. დროა, უფრო სერიოზული საუბარი დავიწყოთ იმაზე, თუ როგორები არიან ისინი და არა იმაზე, თუ როგორებად გვინდა რომ ვხედავდეთ მათ.
foreignpress.ge
958
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85