თამარა ბახი საქართველოში ჩამოვა

თამარა ბახი საქართველოში ჩამოვა

საბავშვო და ახალგაზრდული წიგნების ავტორი თამარა ბახი 4 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე იმოგზაურებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში და მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის საკუთარ მოთხრობებს წაიკითხავს და მათთან გამართავს დისკუსიას. ავტორი პუბლიკას გააცნობს თავის მოთხრობებს, რომლებიც ეძღვნება ახალგაზრდების ყოველდღიურობასა და მათ პრობლემებს, ასევე მათ ცხოვრებით ტკბობასა და რაღაც განსაკუთრებულისა და უჩვეულოს ძიებას.  

ბიოგრაფია


თამარა ბახი დაიბადა 1976 წელს, ქ. ლიმბურგში, დაამთავრა გერმანისტიკისა და ანგლისტიკის ფაკულტეტი ქ, ბერლინში. 1993 წელს მონაწილეობა მიიღო "ახალგაზრდა ავტორთა შეხვედრაზე" ბერლინში. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა ტელევიზიაში და წერდა პიესებს. Marsmädchen  თამარა ბახის პირველი ნაწარმოებია, რომელიც 2002 წელს დაჯილდოვდა ოლდენბურგის საბავშვო და ახალგაზრდული წიგნების პრემიით, როგორც საუკეთესო, გამოუქვეყნებელი მანსუკრიპტი, 2004 წელს კი გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურული პრემია მიიღო. თამარა ბახი ნაწარმოებია  Busfahrt mit Kuhn, რომელიც ასევე ნომინირებული იყო გერმანიის ახლაგაზრდულ ლიტარატურულ პრემიაზე.