საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NDI-ის პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, NDI-ის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების გააქტიურების იმედი გამოთქვა და პრემიერი ვაშინგტონში, NDI-ის სათავო ოფისში მიიწვია.
როგორც კენეტ ვოლაკმა აღნიშნა, NDI-ის საქართველოს ოფისის ახალი დირექტორი თბილისში ორი თვის ვადაში ჩამოვა.
სატელეფონო საუბარი საქართველოს მთავრობის მეთაურთან კენეტ ვოლაკის ინიციატივით გაიმართა.