ნატო უფრო აქტიურად იქნება აღმოსავლეთში წარმოდგენილი

ნატო უფრო აქტიურად იქნება აღმოსავლეთში წარმოდგენილი

საქართველომ ნატო-სთან ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მეტი შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს 28+5 ფორმატში მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯია. "მოხარული ვარ, რომ საქართველომ მიიღო მიწვევა ამ ჯგფში მონაწილეობაზე, სადაც ის ქვეყნები არიან, რომელთაც ნატო-სთან ახლო ურთიერთობა სურთ. საქართველოს მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-ნატო-ს პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობაში", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისივე თქმით, მზადყოფნის სამოქმედო გეგმა მკაფიო გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, რომ ალიანსს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მოკავშირეების დასაცავად. "ნატო უფრო აქტიურად იქნება აღმოსავლეთში წარმოდგენილი და მიმაჩნია, რომ ეს მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის", - განაცხადა რასმუსენმა.