დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უელსში უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამმხრივი მოლაპარაკებები მინსკში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უკრაინული მხარე, ეუთო და დონბასიის თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლები.
ხელმოწერილი ოქმი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას 5 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 17:00 საათიდან.
პეტრო პოროშენკომ ამ დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინასწარი ოქმი უწოდა.
მინსკის მოლაპარაკებებზე ეუთო-ს ჰაიდი ტალიავინი წარმოადგენდა, უკრაინას - ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთს - რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი, დონბასს - ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ზახარჩენკო.