ოთარ დანელიამ კახეთში რთველის მიმდინარეობა შეაჯამა.

ოთარ დანელიამ კახეთში რთველის მიმდინარეობა შეაჯამა.

„კახეთის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. დღეისათვის გადამუშავებულია 14 ათას ტონამდე ყურძენი. მევენახეების მიერ მიღებული  შემოსავალი  ჯამში  22 მლნ-მდე ლარს შეადგენს“, -  განაცხადა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისათვის, ქ. გურჯაანში 20 აგვისტოდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ საგანგებოდ შექმნილი  რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარებას.  5 სექტემბრის 15.00  მონაცემებით, კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავებას 45 საწარმო ახორციელებს. ამ ეტაპზე,   ღვინის ქარხნების მიერ ინდუსტრიულად გადამუშავებულია 13 314 ტონა ყურძენი. მათ შორის მუნიციპალიტეტების მიხედვით: ყვარელი -  4 092 ტონა, გურჯაანი - 3 489 ტონა, თელავი 1 669 ტონა, სიღნაღი - 2 042 ტონა, დედოფლისწყარო - 1  240  ტონა, ახმეტაში  - 475 ტონა, საგარეჯო - 198 ტონა, ლაგოდეხი - 89 ტონა.

რთველთან დაკავშირებით მუშაობს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე: rtveli2014@georgianwine.gov.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) საქართველოდან ღვინის ექსპორტი 83%-ით  გაიზარდა  და 118 $მლნ.  მეტი შეადგინა. 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 მილიონ ბოთლზე მეტი, რაც 69%-ითაღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.