6 ქვეყნის 200-მდე მათემატიკოსი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მათემატიკურ საკითხებზე მსჯელობს. თბილისში ევროპის მათემატიკური საზოგადოების ეგიდით მიმდინარე კონფერენციაზე დასასწრებად სტუმრები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და რუსეთიდან ჩამოვიდნენ.
„გაცილებით მეტი მათემატიკოსი ჩამოვიდა კავკასიელ მათემატიკოსთა კონფერენციაზე, ვიდრე ველოდით. თბილისში ჩამოსული 5 მოწვეული მომხსენებლიდან 3 მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზე იყო მომხსენებელი. ეს დიდი დამსახურებაა. ფილტსის მედალი ნობელის პრემიის ტოფასად მიიჩნევა, ამის შემდეგ რანგით პირველი არის საერთაშორისო მათემატიკოსთა კონგრესზე მომხსენებლად მიწვევა. სწორედ, ასეთი გვყავს სამი მოხსენებელი“,- განუცახდა for.ge-ს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, პროფესორმა როლანდ დუდუჩავამ.
მისივე თქმით, თბილისში გამართული შეხვედრის თემატიკა ძალიან მრავალფეროვანია და მათემატიკის თითქმის ყველა დარგს მოიცავს. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი დაპირისპირებული ქვეყნების წარმომადგენელთა მეტად დაახლოებაცაა.
„მოწმე გავხდით, როგორ გულითადად ესალმებოდნენ ერთმანეთს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან ჩამოსული მათემატიკოსები. სასიამოვნო შეხვედრები ჰქონდათ“,- აცხადებს დუდუჩავა.
თბილისში კავკასიელ მათემატიკოსთა კონფერენციის გამართვის იდეა ერთი წლის წინ ევროპის მათემატიკოსთა კავშირის მიერ მოწყობილ შეკრებაზე გაჩნდა, რომელზეც ერთმანეთს ევროპის ქვეყნების მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტები ხვდებოდნენ. ღონისძიებას აქტიურად უჭერს მხარს ევროპის მათემატიკოსთა კავშირი და ნაწილობრივ აფინანსებს კიდეც. კონფერენციისთვის ფინანასები გამოყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომაც. ღონისძიება ორდღიანია და 6 სექტემბერს დასრულდება.