აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი უკვე მოსკოვშია. სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ჯონ ტეფტი რუსეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს, ხოლო მომავალ კვირას იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს.

ჯონ ტეფტის კანდიდატურა სენატმა 1 აგვისტოს დაამტკიცა. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ ვაკანტური იყო, მას შემდეგ რაც მაიკლ მაკფოლიმ პოსტი დატოვა.

ჯონ ტეფტი ელჩად საქართველოშიც მუშაობდა.