თეა წულუკიანი:   სასამართლო გარე ძალებისგან მთლიანად თავისუფალია

თეა წულუკიანი: სასამართლო გარე ძალებისგან მთლიანად თავისუფალია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, სასამართლოს დამოუკიდებლობის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებლის 26 საფეხურით გაუმჯობესებას "შთამბეჭდავ შედეგს" უწოდებს.

როგორც წულუკიანმა აღიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მოწმობს, რომ სასამართლო გარე ძალებისგან აბსოლუტურად თავისუფალია.

"მისალოცია, რომ საქართველომ 26 საფეხურით წაიწია წინ სასამართლოს დამოუკიდებლობის კომპონენტში. ეს არის ახალი რეიტინგი და 26 საფეხურით გაუმჯობესება მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ 2 წელია ვაკეთებთ, რომ სასამართლო დღეს გარე ძალებისგან მთლიანად თავისუფალი და დამოუკიდებელია. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით ხელს შევუწყობთ თითოეულ იმ მოსამართლეს, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს მიღებული თავისუფლება გაითავისა და ის მოქალაქის, სასამართლოს განვითარების სასარგებლოდ გამოიყენა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.