აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, რომელმაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, მელნიკოვმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, დანაშაული აღიარა, რითაც მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყო ხელი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი პროკურატურამ საპროცესო შუამდგომლობის გაფორმება მიწანშეწონილად ჩათვალა.
მელნიკოვს სასჯელუს ზომად თავისუფლების 3,9 წლით აღკვეთა განესაზღვრა, 1,9 თვე პირობითი სასჯელი, თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის ვადით. სასჯელის ათვლა კი დაკავების მომენტიდან დაიწყო.