"ნაციონალებმა" ეს კამპანია დაგეგმეს იმ შეხვედრაზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იყო ჩამოსული, თურქეთის ტერიტორიაზე. მან განსაკუთრებული აქცენტით თქვა, რომ გული მიწუხს მკვლელობების ფაქტებს რომ ვისმენო. არადა, როცა უშუალოდ იყო პასუხისმგებელი, როგორც ქვეყნის პირველი პირი, მაშინ ერთხელ არ გამოსულა გულაჩუყებული" - აღნიშნულ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აკეთებს:
„ეხლა რატომ შეუწუხდა გული, არ ვიცი. როგორც ჩანს, რაც ხდება, ეს არის იმ შეხვედრის ლოგიკური გაგრძელება. დღეს კუბლაშვილი გამოდის განცხადებებით და პოლიციას მორალს უკითხავს, არადა, ეს იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელიც პოლიციას თავისი პოლიტიკური ინტერესების იარაღად იყენებდა და ბინძურ საქმეებს აკეთებინებდა. რა მორალური უფლება აქვს, რომ დღეს ამ პოლიციას, რომელიც მათ ხელში ღირსებააყრილი იყო, ღირსებაზე ელაპარაკება. ეს არის სწორედ ცინიზმი.
ამ ფონზე მათი გადაწყვეტილება, - მოდით, ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისგების საკითხი დავაყენოთო, არის სწორედ ამ ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, ეს არის "ნაციონალების" მზაკვრული თამაშების ერთ-ერთი ხერხი..." - აცხადებს იზორია.