წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს

წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს

წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა , ქალთა მიმართ გამოხატული ძალადობისა და მკვლელობების ტალღა განსაკუთრებით საგანგაშო იყო მაისში, როდესაც ერთი თვის განმავლობაში 3 ქალი მოკლეს.

"ეს ტენდენცია შეიძლება ითქვას, რომ კვლავ გრძელდება და ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია და სტატისტიკა ითხოვა.