ამ ხელისუფლებამ დამნაშავეთა სამყაროს ამოაძრო ცოცხები და ხელკეტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა , გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, იძლევა პირობას, რომ მის სისტემაში დამნაშავეთა სამყარო იგრძნობს კანონის მაქსიმალურ სუსხს.
"მინდა გავახსენო ყველას, რომ ამ ხელისუფლებამ დამნაშავეთა სამყაროს, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ, გამოაძრო ცოცხები და ხელკეტები. დამნაშავეთა სამყაროსგან ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოწვევა. მე ვიძლევი პირობას, რომ ჩვენს სისტემაში დამნაშავეთა სამყარო იგრძნობს კანონის მაქსიმალურ სუსხს, თუმცა ეს არ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
რაც შეეხება კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მინისტრის პოზიციას, მღებრიშვილის განმარტებით, დანაშაული ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება და საქართველოში შექმნილ ვითარებაში ის საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.