აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს შესაძლოა ძლიერ იწვიმოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, წუხელ ღამით ძლიერ წვიმდა საგარეჯოსა და ყვარელში. წვიმდა ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში. კერძოდ, დევდორაკის ხეობასა და სტეფანწმინდაში, გუდაურში კი სეტყვა იყო.

სვეტლანა ნიორაძის თმით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით შესაძლოა ისევ იყოს ძლიერი წვიმა, ზოგგან - სეტყვაც.

ხვალ დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრს მიაღწევს. ამასთან დასავლეთ საქართველოში ხვალ ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი – 25-30 გრადუსი.

7-8 სექტემბერს კი საქართველოში სინოპტიკოსები პერიოდულად ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, თუმცა აღნიშნულის გამო ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად არ შეიცვლება. 7-14 სექტემბრის ჩათვლით სინოპტიკოსები საქართველოში კვლავ ცხელ ამინდს პროგნოზირებენ, რომლის დროსაც ქვეყანაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.

ამასთან, გეოლოგები დევდორაკის ხეობაში ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში ნაშალის ჩამოტანას არ გამორიცხავენ.