“საქართველოს დელეგაცია ნატო-ს უელსის სამიტზე ძალიან ღირსეულად და წარმატებულად გამოდის”

“საქართველოს დელეგაცია ნატო-ს უელსის სამიტზე ძალიან ღირსეულად და წარმატებულად გამოდის”

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უელსის სამიტი ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატოსთან და ქვეყნის განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს დელეგაცია ნატო-ს უელსის სამიტზე ძალიან ღირსეულად და წარმატებულად გამოდის.

„დღეს დაველოდებით საბოლოო ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, სათანადოდ შეფასდება ყველა ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. აღნიშნული სამიტი კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატო-სთან, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავრობა ყველაფერსაკეთებს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და მაქსიმალურად დაცული ვიყოთ მომავალში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.