“საქართველოს თანამშრომლობის პაკეტს შევთავაზებთ, რომელიც მას წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება”

“საქართველოს თანამშრომლობის პაკეტს შევთავაზებთ, რომელიც მას წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება”

ნატო საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი “ტვიტერზე” წერს.

“საქართველომ შესანიშნავი რეფორმები გაატარა დემოკრატიისა და თავდაცვის მიმართულებით. ნატო საქართველოს რეფორმების გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს”, - წერს რამუსენი.

მისივე თქმით, ალიანსი საქართველოს თანამშრომლობის პაკეტს შესთავაზებს, რომელიც მას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება.