თინა ხიდაშელი შსს-ს დანაშაულის სტატისტიკას და მინისტრის მოადგილეს აკრიტიკებს

თინა ხიდაშელი შსს-ს დანაშაულის სტატისტიკას და მინისტრის მოადგილეს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, როდესაც მთელი ქალაქი თავზარდაცემული და დაზაფრულია, სტატისტიკით საუბარი მას არადეკვატური ჰგონია.

"დავუშვათ, მჯერა რომ ის რასაც იზორია ამბობს სიმრთლეა, რომ 2011 წლის აგვისტოში იმდენივე ან მეტი მკვლელობა მოხდა; ასევე მჯერა რომ ყველა დანაშაული გახსნილია ; ეს რას ცვლის და დღეს შსს მინისტრის მოადგილის პასუხი იმაზე რაზეც საქართველო ღელავს და დარდობს სტატისტიკა რომ არის ეს ნორმალური არ მგონია, არც ის მგონია ნორმალური ყველაფრის საზომად "ნაცმოძრაობა" რომ გამოვიყენოთ; ადვილია იყო მათზე უკეთესი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგი ხარ; უფრო მეტიც, მას თუ ედრები მთლად კარგად არც შენ გამოიყურები. საზოგადოება იმას კი არ ელის ჩვენგან რომ "ნაცების" დროსაც ხდებოდა თურმე დანაშაული და იხსნება, არამედ იმას ამ მკვლელობებთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; მომეტებულ იარაღთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; ქალების წინაღმდეგ მოძალეებს რას ვუპირისპირებთ; ახალგაზრდოს დაცვისათვის რა გეგმა აქვს მთავრობას; სტატისტიკა და შედარებები შეიძლება ექსპერტებმა აკეთონ, შენგან კი კონკრეტულ ხედვას ელის ყველა",წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ბოლო თვეებში საქართველოში კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაული შემცირებულია.