გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ჰერმან ვან რომპუისთან და ჟოზე მანუელ ბაროზოსთან გამართა

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ჰერმან ვან რომპუისთან და ჟოზე მანუელ ბაროზოსთან გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ინტეგრაციის პერსპექტივაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის მნიშვნელობა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება აღნიშნული ხელშეკრულების მაქსიმალურად ეფექტიანად ამოქმედებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ამ მიმართულებით ურთიერთობის განვითარებას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის კრიზისზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და საქრთველო-რუსეთის ურთიერთობაზე.